ჩერო ენერჯი
„ჩერო კონსალტინგი“ აგრძელებს მუშაობას ქარის ენერგიის პოტენციალის გამოყენების მიზნით. „ჩერო კონსალტინგმა“ დააფუძნა კომპანია „ჩერო ენერჯი“, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის პროექტზე „ჩერო ენერჯის ქარის ელექტროსადგური“. წინარე კვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, “რუისის ქარის ელეტროსადგურის” აღმოსავლეთით შეირჩა 50 მგვტ. სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განსათავსებელი ოპტიმალური საპროექტო ტერიტორია, კერძოდ: ქვემო შავშვებისა და ნაწრეტის მიმდებარე ტერიტორია,
გორის მუნიციპალიტეტი. დადგმული სიმძლავრე იქნება 50მგვტ. წლიური გამომუშავებული ენერგია დაახლოებით 230 მლნ კვტ.სთ და საინვესტიციო თანხის ოდენობა 55 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული ქარის ელექტროსადგური აშენდება საქართველოსა და საერთაშორისო ყველა შესაბამისი სტანდარტის დაცვით. სადგურის მშენებლობისთვის – დაახლოებით 24 თვე, ხოლო ქსელთან მიერთება სავარაუდოდ 2025 წლის იანვარისთვის იგეგმება.