მომსახურება
კონსალტინგი
ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია შესაძლებლობების, საფრთხეების გაანალიზება და მათგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩვენი კონსალტინგი მოიცავს არსებული და პოტენციური გამოწვევების ანალიზს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებს, რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
კომპანია დამკვეთს უწევს შემდეგი სახის საკონსულტაციო მომსახურებას:
- დამკვეთთა ინტერესების იდენტიფიცირება და ანალიზი
- რეკომენდაციების შემუშავება
- სტრატეგიული დაგეგმარება
- ხელისუფლებასთან ურთიერთობა (GR)
- საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა ჯგუფების მობილიზაცია და თემის აქტუალიზება
- ინვესტორების ინტერესების დაცვა და ინვესტირების პროცესის გამარტივების უზრუნველყოფა
- საერთაშორისო კომპანიებისთვის ადგილობრივი (ლოკალური) პარტნიორების (კომპანიების) და კადრების მოძიება-შერჩევა.
ხელისუფლებასთან ურთიერთობა (GR)
თანამედროვე, კომპლექსურ სამყაროში აუცილებლობას წარმოადგენს ბიზნეს სექტორის მთავარ არბიტრთან ურთიერთობა. ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა ხელისუფლების სხვადასხვა დონეებთან მუდმივი კომუნიკაცია. „ჩერო კონსალტინგი“ სათანადო კავშირების წყალობით, უზრუნველყოფს კლიენტის პრობლემების მიტანას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე და ურთიერთხელსაყრელი გამოსავლის მოძიებას.
ფინანსური მომსახურება
- ბუღალტრული და ფინანსური აუდიტი
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა
- დროული რეაგირება ტექნიკურ საკითხებსა და დოკუმენტებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანისას, კონტექსტის კონტროლი, კოალიციის ფორმირება
- კონსულტაციები, პირდაპირი კომუნიკაცია
გარემოს დაცვის საკითხები
- საკონსულტაციო მომსახურება
- გარემოზე ზემოქმედების შეფასებითი სამუშაოები
- საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება
- საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად პროექტების მომზადება და შეთანხმება
- სხვადასხვა დანიშნულების ობიექტის და ტერიტორიის ეკოაუდიტი
იურიდიული მომსახურება
მაღალი ხარისხის იურიდიულ-საკონსულტაციო მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის. შემოთავაზებული მომსახურება გულისხმობს:
- ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას
- საჭირო დოკუმენტაციის შესწავლასა და წერილობითი რეკომენდაციების გაცემას
- განსახორციელებელი გარიგებების სამართლებრივ ექსპერტიზას და რისკების ანალიზს
- არსებული დავების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მოსალოდნელი შედეგების შეფასებას
საადვოკატო მომსახურება: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.
სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სასამართლო და ადმინისტრაციულ დავებში წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლო ინსტანციებში და მესამე პირებთან.
საინჟინრო მომსახურება
კომპანია დამკვეთს უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებით:
- ზოგადი კონსულტაცია
- კონცეპტუალური და ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა
- ტოპოგრაფიული გადაღება და კვლევა
- პროექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მონაცემების მისაღებად კორესპონდენციის წარმოება
- პროექტის შემუშავება