ჩვენ შესახებ
პროფესიონალების გუნდი გიქმნით სივრცეს თქვენი საქმიანობის განვითარებისა და ზრდისათვის; დაგეხმარებით რთულ სიტუაციებში თქვენთვის სასურველი და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში; ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვსურს მოვახმაროთ დამკვეთის სტრატეგიულ განვითარებასა და წინსვლას;
კომპანია „ჩერო კონსალტინგი“ დაარსდა 2006 წელს და იგი წარმოადგენს ლობისტურ, საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობების ფართო სპექტრი. კომპანია უკვე მრავალი წელია პროფესიონალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თითოეულ დამკვეთს აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას საუკეთესო პირობებით.
ჩვენი პრიორიტეტები:
- ინდივიდუალური მიდგომა დამკვეთების მიმართ
- პროფესიონალიზმი
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გუნდი
- მოქნილობა და კრეატიულობა
- ჩვენ ვფიქრობთ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე
ჩვენი პრინციპები
- პროფესიონალური ეთიკის განუხრელი დაცვა
- შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი
- აღებული ვალდებულების პირნათლად შესრულება
- კომერციული საიდუმლოების მკაცრი დაცვა
პროფესიული სტანდარტი გულისხმობს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მაღალი ხარისხით მუშაობას. ჩვენი გუნდის პრიორიტეტები და პრინციპები დამკვეთის (პარტნიორის) საქმიანობის სპეფიციკიდან გამომდინარე, საბოლოო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.
ჩვენი სურვილია სხვადასხვა სფეროში წლების მანძილზე მიღებული ცოდნა, დაგროვილი გამოცდილება და უნარები, საზოგადოების წევრთა ინტერესების დასაცავად გამოვიყენოთ და გავხდეთ მათი წარმატების პარტნიორი.