ჩერო ენერჯი
„ჩერო კონსალტინგი“ აგრძელებს მუშაობას ქარის ენერგიის პოტენციალის გამოყენების მიზნით. „ჩერო კონსალტინგმა“ დააფუძნა კომპანია „ჩერო ენერჯი“, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის პროექტზე „ჩერო ენერჯის ქარის ელექტროსადგური“. წინარე კვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, “რუისის ქარის ელეტროსადგურის” აღმოსავლეთით შეირჩა 50 მგვტ. სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განსათავსებელი ოპტიმალური საპროექტო ტერიტორია, კერძოდ: ქვემო შავშვებისა და ნაწრეტის მიმდებარე ტერიტორია,
გორის მუნიციპალიტეტი. დადგმული სიმძლავრე იქნება 50მგვტ. წლიური გამომუშავებული ენერგია დაახლოებით 230 მლნ კვტ.სთ და საინვესტიციო თანხის ოდენობა 55 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული ქარის ელექტროსადგური აშენდება საქართველოსა და საერთაშორისო ყველა შესაბამისი სტანდარტის დაცვით. სადგურის მშენებლობისთვის – დაახლოებით 24 თვე, ხოლო ქსელთან მიერთება სავარაუდოდ 2025 წლის იანვარისთვის იგეგმება.
რუისის ქარის ელექტროსადგური
დასახელება: რუისის ქარის ელექტროსადგური
ადგილმდებარეობა: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისის მიმდებარე
ტერიტორია
სავარაუდო დადგმული სიმძლავრე: 12.6 მგვტ
სავარაუდო გამომუშავება: 63 მლნ. კვტ. საათის ფარგლებში
სავარაუდო ინვესტიცია: 15, 000, 000 აშშ დოლარი
პარტნიორები:
შპს „ჩერო კონსალტინგი“ – 90%
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 10%
2019 წლის 10 ივლისს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“
(შემდგომში „ფონდი“) და შპს „ჩერო კონსალტინგს“ (შემდგომში „პარტნიორი“) შორის
გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, რომლის მიხედვით, პარტნიორებმა
უზრუნველყვეს ერთობლივი საწარმოს დაფუძნება საპროექტო ტერიტორიაზე ქარის
ელექტროსადგურის პროექტის განვითარების მიზნით.
პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის
გაზაფხული – ზაფხული
„საერთაშორისო მნიშვნელობის ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას საავტომობილო გზის (E-60 ავტობანის მონაკვეთი) მშენებლობის დეტალური პროექტის მომზადება, სატენდერო დოკუმენტაცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მიწის გამოსყიდვა და განსახლების გეგმა, საპროექტო არეალში კომუნიკაციების დადგენა და მათი გადატანის პროექტების ორგანიზება და ზედამხედველობა“