აღნიშნული გზა გადის ტურისტული ზონასა და საცხოვრებელ არეალს, რაც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობას პრობლემას უქმნის, კერძოდ, სატრანზიტო ტრანსპორტს უწევს ვიწრო ქუჩებში მოძრაობა. საერთაშორისო ტრანსპორტის დიდი ნაწილი სარგებლობს ბათუმი-ფოთის სატრანსპორტო მონაკვეთით. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და არასათანადო საგზაო პირობები წარმოშობს საცობებს და არასასურველ სახიფათო სიტუაციებს. E-60-E-70 მაგისტრალი წარმოადგენს უმოკლეს მარშრუტს, რომელიც შავი ზღვის პორტების გავლით ფოთსა და ბათუმს ერთმანეთს აკავშირებს ევროპასა და აზერბაიჯანს, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ასევე E-60-E-70 მაგისტრალი რუსეთს და თურქეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ფიზიკური ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ E-60-E-70 მაგისტრალი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიას შორის მთავარ სატრანზიტო წრეს წარმოადგენდეს. ვაჭრობა, როგორც ტრანზიტული, ასევე ორმხრივი, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.