საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით უკვე მომზადდა ალტერნატიული დერეფნის გეგმა, რომელიც ხეობაში ახალი გვირაბების და ხიდების დახმარებით 4 ზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს.
ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას ახალ საპროექტო მონაკვეთზე 20 გვირაბი აშენდება. პროექტის ძირითად კონსტრუქციებს წარმოადგენს ხიდებიც, რომლებიც გადაკვეთს ხეობას, მდინარეებს და სხვა დაბრკოლებებს. სულ დაგეგმილია 34 ხიდის მოწყობა (16 არგვეთა – თბილისის და 18 თბილისი არგვეთას მიმართულებით).
პროექტები საჯარო განხილვისთვის უკვე წარდგენილია და მისი განხილვა 22 თებერვალს გაიმართება.